LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ბიჭი კიბით” ევროპაზე მიდის – ლევან ყიზილაშვილის ზღაპრის ბოლოც კეთილი აღმოჩნდა!” – ემოციური კადრები

863
befunky-collage-2024-04-06t000837.040-2024-04-06_00-08-52_386958

ლევან ყიზილაშვილი, რომელიც საზოგადოებამ როგორც ,,ბიჭი კიბით” გაიცნო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თამაშს დაესწრება.

ლევანს ოცნება betlive-მა აუსრულა. ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში ლევან კუპრაძე გვიზიარებს.

,,ბიჭი კიბით” ევროპაზე მიდის – ლევან ყიზილაშვილის ზღაპრის ბოლოც კეთილი აღმოჩნდა! ლევანს ოცნება betlive-მა აუსრულა”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ცნობისთვის, ლევან ყიზილაშვილმა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრება ორიგინალური მეთოდით შეძლო და თავი ტაბლოს ხელოსნად გაასაღა.

„არსებობდა თეორია, რომ კიბით ყველგან შეიძლება შეხვიდე… სტადიონთან რომ მივედი, დაცვა მეკითხება, ბილეთი გაქვსო? ვუთხარი, რა ბილეთი, სანამ თამაში დაიწყება, უნდა მოვასწრო ტაბლოს გამოცვლა, მალე ხალხი აირევა, ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს, ერთ ბურთს ამდენი კაცი დასდევს-მეთქი. ვეუბნები, ტაბლოზე ერთი წერტილია გამორთული, თუ ეს არ ჩავსვი, ჩვენი ქულა არ დაეწერება. სტადიონზე უპრობლემოდ შევედი. სამი საათი ველოდებოდი თამაშის დაწყებას, მაგრამ ლოდინი ღირდა“, – ამბობს ლევან ყიზილაშვილი გადაცემაში „შენი დილა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები