ხელოვანმა სიმონ ვეკერმა ბერლინის ქუჩები ტელეფონებით სავსე ურიკით გაიარა და Google Maps–მაც ჩათვალა რომ ქუჩაზე სერიოზული „საცობი“ წარმოიქმნა. ადამიანებმა, ვინც მარშრუტის არჩევისას Google Maps–ით ხელმძღვანელობს, დიდი წითელი ზოლი დაინახეს და ჩათვალეს რომ მოძრაობა ზედმეტად გადატვირთული იყო. საქმე ისაა, რომ ურიკაში მოთავსებულ 99–ივე ტელეფონში Maps გახსნილი იყო და ვირტუალურ რეალობას ქმნიდა.
სიმონის ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა, ბერლინელმა მძღოლებმა სხვა გზები აირჩიეს და ხელოვანის მიერ შერჩეული ქუჩა სულ დაცარიელდა. ხელოვანს სწორედ ეს სურდა, სიმშვიდით და ავტომობილებისგან დაცლილი რეალობით ესიამოვნა.
https://www.washingtonpost.com/technology/2020/02/04/google-maps-simon-weckert/