LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბერდია სიჭინავა და ირაკლი ფავლენიშვილი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

328
Untitled design - 2023-02-11T014958.067

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“  ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბერდია სიჭინავას რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ხელოვნურადაა წამოწეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან, უპასუხა და აღნიშნა, რომ ბერდია სიჭინავა, 20 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბერდია სიჭინავა „უზრდელი და პროვოკატორია“. ბერდია სიჭინავამ კი აღნიშნა, რომ ის საკუთარი წარსულით ამაყობს.

„თვალთხარიას ეძახი ადამიანს და გიორგი გახარიაზე საუბრობ და ვინ არის პროვოკატორი. ვინ დათხარა ბიჭო თვალები, მე დავთხარე? ვამაყობ ჩემი წარსულით თუ გაინტერესებს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბერდია სიჭინავას ფიზიკური შეურაცხყოფის ინსცენირება სურს და ამ მიზნით „პროვოკაციულ და უზრდელურ განცხადებებს აკეთებს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა კამათისა და დაპირისპირების ფონზე სტუდია დატოვა.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით ბერდია სიჭინავამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის!

“პალიტრას” დღევანდელ ეთერში რაც მოხდა, არის ის, რის შეცვლასაც ჩვენი გუნდი ცდილობს პოლიტიკაში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. პოლიტიკას დავუბრუნებთ შინაარსს, ვიმუშავებთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენ გტკივათ და გაწუხებთ ყოველდღიურად! ამ საზოგადოებაში დაპირისპირების ადგილი არ არის!

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება (მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ), ვემსახურე ჩემს სახელმწიფოს, სხვადასხვა პოზიციაზე და ვამაყობ ამით!

უბიოგრაფიო ქუჩის პროვოკატორებს რაც შეეხება, ვპირდები, რომ დავტოვებთ ქუჩაში, იქ, სადაც მათი ადგილია!
პ.ს. ვისაც გაინტერესებთ, სტუდიიდან გაქცეული, ეზოშიც არ დამხვედრია
ასეთ ბაქი-ბუქა “ქურქუმალებთან” გვაქვს საქმე!“. – წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები