გუშინ „ოქროს გლობუსის“ 81-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი გამოჩნდნენ.
წითელ ხალიჩაზე მიმავალი ბენი, როგორც ყოველთვის, უხასიათოდ გამოიყურებოდა. მედიის ცნობით, რაღაც მომენტი ბენ აფლეკი ფოტოგრაფების არეალიდან გაქრა და მისი მეუღლე ეულად პოზირებდა ფოტოობიექტივის წინაშე, თუმცა, „ბენიფერმა“ ეს საღამო მშვიდობიანად, ფლირტით, „წაცეკვებითა“ და მხურვალე კოცნით დააგვირგვინა.
ამ დღეს 54 წლის ჯეი ლო ულამაზეს ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც ვარდის ფორმის სახელოები და დიდი შლეიფი ამშვენებდა.
„ბენიფერი“ 2024 წელს გარჩევებით იწყებს – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ფოტოები საიუველირო მაღაზიიდან