LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბაზარზე გამოვიდა 1305 ძალის სუპერქარი, რომელსაც „ცეკვა“ შეუძლია

147
car

ბაზარზე გამოჩნდა 1305 ძალის „მოცეკვავე“ სუპერქარი BYD YangWang U9. ელექტრონული სუპერქარი U9 პლატფორმა e4-ზეა აგებული, რომელსაც ყველგანმავალ U8-სთან ინაწილებს. მოდელი 4 ძრავიანი აგრეგატითაა აღჭურვილი და 465 კილომეტრიანი სვლის მარაგი აქვს. სიახლეს 1,68 მილიონ იუანად აფასებენ, რაც 200 ათას ამერიკული დოლარის ტოლფასია.

U9-ს ოთხი ძრავა აქვს, თითო საბურავზე – თითო. მთლიანობაში აგრეგატი 960 კილოვატ საათს ავითარებს. სუპერქარს 0-დან პირველი 100 კმ-ს განვითარება 2,36 წამში შეუძლია, 400 მეტრს 9,78 წამში გადის და მაქსიმალური სიჩქარე საათში 309 კილომეტრს შეადგენს.

U9-ს მთავარი სიახლე არის მოძრავი ძარა, რომელიც უსწორო-მასწორო გზაზე გადაადგილების დროს ძალიან თითქოს ცეკვავს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები