ბათუმში, მოქალაქეებმა ქუჩაში ტომარაში ჩასმული და ფეხებშეკრული ხბო იპოვეს. ცხოველი მესაკუთრეს, სავარაუდოდ, გასაყიდად ჰყავდა გამოყვანილი. ვიდეოს ადგილობრივი მედია – „ბათუმელები“ ავრცელებს.
მოქალაქეები ადგილზე მას შემდეგ გაჩერდნენ, რაც ნახეს, რომ ცხოველს სციოდა და მშიერი მარტო იყო დატოვებული. მათ პოლიცია გამოიძახეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხბო უფლებადამცველმა გამოისყიდა და თავშესაფარში გადაიყვანა.