ბასა ფოცხიშვილმა ახალი პროექტი გდაიღო, რომელიც მამის, ცნობილი პოეტის, მორის ფოცხიშვილის იუბილეს მიუძღვნა. მასში თავადაც მონაწილეობს დასთან, თამრიკოსთან ერთად. დები ფოცხიშვილები სხვა ცნობილ სახეებთან ერთად კითხულობენ მორის ფოცხიშვილის ლექსებს. ვიდეოში მონაწილეობენ დავით დოიაშვილი, გოგი ჭიჭინაძე, თაკო ჩხეიძე, ნინო სუხიშვილი, გოგოლა კალანდაძე და სხვები.
პროექტის სახელწოდებაა “სსუ“. რადგან ის პანდემიის დროს არის გადაღებული, ყველა მონაწილეს პირბადე უკეთია, რომელზეც პროექტის სახელწოდებაა დატანილი.