თბილისის ბალეტის ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „დონ კიხოტში“ მთავარ პარტიებს საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი ნინო სამადაშვილი და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტი გიორგი ფოცხიშვილი ასრულებენ. ეს გიორგის პირველი სპექტაკლია თბილისში.
გიორგი სპექტაკლს ცნობილ ქორეოგრაფს და თავის ბაბუას, გელოდი ფოცხიშვილს უძღვნის.
შეგახსენებთ, რომ ქორეოგრაფი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
„შენს ბოლო სურვილს ავასრულებ, რასაც ძალიან ელოდებოდი და ბაბუ, შენ გიძღვნი ამ ყველაფერს…“