LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ავტოპილოტით მოძრავი „ტესლა“ პოლიციის მანქანას დაეჯახა

32
teslaautopilot

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩრდილოეთ კაროლინას შტატის მაგისტრალზე, შუა ღამით მომხდარი ავარიაა ასახული. Dodge Charger-ის ვიდეო რეგისტრატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება უპილოტო სისტემით მოძრავი „ტესლა“ პოლიციას. მძღოლის უყურადღებობას კინაღამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ელექტროქარმა დაპარკინგებული ავტომობილი ვერ შეამჩნია. უძლიერესი დარტყმის შედეგად სამსახურებრივი ავტომობილი გარეთ მდგომი ოფიცრის მხარეს გადავარდა. მეორე პოლიციელმა ავარიის ხმა გაიგო და კოლეგა დაჯახებას სასწაულებრივად გადაარჩინა.

როგორც გაირკვა, ელექტროქარის საჭესთან ადგილობრივი მაცხოვრებელი სახელად, დევაინდერ ჰოლი იჯდა და შემთხვევის დროს ფილმს უყურებდა.

პოლიციამ მძღოლი უყურადღებო მართვის გამო დააპატიმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები