LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ავტომობილის “მიწოლის“ ახალი გინესის რეკორდი

55
pokiantyres2011

ავტომობილის მიწოლის ახალი მსოფლიო რეკორდი ფინეთში დამყარდა. ადგილობრივმა IT–სპეციალისტმა იუსი კალიონიემ თავისი 21 ტონიანი Saab 1609,34 მეტრზე გაწია და ამისთვის 13 წუთი და 26 წამი დასჭირდა. ეს კი წინა რეკორდთან შედარებით 2 წუთით გაუმჯობესებული დროა.

რეკორდის დასამყარებლად 47 წლის მამაკაცმა პირადი ავტომობილი – 2006 წლის Saab 9-7x აირჩია. წინა რეკორდმა კი მთელი 11 წელი გასტანა და ის ხორვატიელ მარიო მლინარიჩუს ეკუთვნოდა, მარიომ 1,9 ტონიანი ავტომობილის გაწევას 15 წუთი და 21 წამი მოანდომა.

ახალი რეკორდსმენი მიწოლის პროცესს უწოდებს რთულ „ფაზლს“, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს აერთიანებს. მისი სიტყვებით, გინესის წიგნში მოხვედრა მან არა ძალის, არამედ რეგულარული ვარჯიშების დამსახურებით შეძლო. ამ ვარჯიშებით ფინელმა ენერგიის სწორად გადანაწილება ისწავლა და მთავარი საიდუმლოც სწორედ ესაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები