ბრიტანეთში, კენტის საგრაფოში გადაიღეს მძღოლი, რომელმაც თავისებური რეკორდი დაამყარა. იმისათვის, რომ ავტომობილი დაეპარკინგებინა, მძღოლს მთელი 8 წუთი დასჭირდა და თან 10 ცუდი მცდელობაც მოასწრო. საბოლოო ჯამში Toyota–ს მფლობელმა მიზანს მიაღწია, თუმცა ამასობაში მისმა ვიდეომ მთელი ინტერნეტ–სივრცე დაიპყრო.
ვირუსული კადრების ავტორი პარკინგის წინ მცხოვრები ერთ–ერთი მოქალაქე გახდა. მისი ყურადღება „ტოიოტას“ უჩვეულო ქცევამ მიიპყრო, როცა მძღოლი უკანა მხრიდან დაპარინგებას უშედეგოდ ცდილობდა.
კადრებში ჩანს, რომ ბრიტანელმა 4 სხვადასხვა ადგილი სცადა, თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც არ გამოდიოდა. ამასთან, მას არც კი უფიქრია, რომ ავტომობილი პარკინგზე წინა მხრიდან შეეყენებინა.
შედეგად დაპარკინგების ჩვეულებრივი პროცესი 8 წუთი გრძელდებოდა.