LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Audi S3, Mercedes-AMG CLA 35 და MINI JCW ერთმანეთს „დააჯახეს“

79
clmbnwsmncoopr

გასართობი Youtube არხის Carwow–ს გუნდმა სამი სპორტული მოდელის Audi–ს, BMW–ს და Mercedes-Benz–ის ერთმანეთთან შედარება გადაწყვიტა. დრეგის ყველა მონაწილეს 2,0 ლიტრის მოცულობის 300 ცხენის ძალიანი ტურბოძრავი აქვს დამონტაჟებული.

სედანი Audi S3 – კონკურენტებს შორის ყველაზე ხანდაზმულია. მოდელის განახლებული ვერსია ბაზარზე ძალიან მალე გამოვა, მანამდე კი ავტომოყვარულებმა 2013 წლის გამოშვების დატესტვა გადაწყვიტეს. კაპოტის ქვეშ სედანს  300 ძალის, ოთხ–ცილინდრიანი ძრავი აქვს განთავსებული და აგრეგატი ექვს–საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

საპასპორტე მონაცემებით, S3 კონკურენტებს არაფრით ჩამორჩება, 0–დან 100 კმ–ს სამივე ავტომობილი 4,9 წამში ავითარებს.

MINI Clubman JCW – „ტურბო–ოთხიანითაა“ აღჭურვილი და 306 ცხენის ძალას ავითარებს. აგრეგატი 8–დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

Mercedes-AMG CLA – მოძრაობაში 306 ძალის ძრავს მოყავს და ისიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

თუ როგორი შედეგით დასრულდა დრეგ–რბოლა, ამის ნახვა თავად შეგიძლია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები