აშშ–ში, Hyundai Santa Fe–ს მძღოლმა შლაგბაუმი გაიტანა და გახსნილ ხიდს გადაახტა. ინციდენტი ფლორიდაში მოხდა და მისი გადაღება ქუჩის კამერამ შეძლო.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა სარისკო ტრუკის მიზეზი ვერ დაადგინეს. როგორც ცნობილია, მძღოლი პოლიციისგან არ გარბოდა და ერთი შეხედვით არანაირი მიზეზი არ ქონდა იმისთვის, რომ საგზაო მოძრაობის წესი ასე უხეშად დაერღვია – ჰოლივუდური ფილმი რეალურ ცხოვრებაში გაეცოცხლებინა.
ინციდენტით პოლიციაც დაინტერესდა და ავტომობილის ნომერი დაადგინა. სამართალდამცავებმა მოყვარული „კასკადიორის“ სახელიც იციან და მიუხედავად იმისა რომ მისი ქმედების შედეგად არავინ დაზარალებულა, მძღოლს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.