LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასეთი შინაგანი სიმართლის და ხიბლის არტისტი იშვიათად მინახავს“ – ვინ არის ერთი გამორჩეული მსახიობი მანანა ბერიკაშვილისთვის და მისი ქალიშვილისთვის

637
Untitled design (3)

რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი და მისი ქალიშვილი ანო მაისურაძე გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ რუბრიკაში „რამდენად მიცნობ“ ერთმანეთის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობენ.

დედა შვილმა უპასუხეს კითხვებს საყვარელი სასმლის, საჭმლის, ჰობის და პროფესიის შესახებ.

კითხვაზე, რომ არა რეჟისორი, ვინ იქნებოდა? – მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ ფსიქოლოგის პროფესიას აირჩევდა.

„ერთი გამორჩეული მსახიობი“ – მანანა ბერიკაშვილისთვის მამა გივი ბერიკაშვილია.

„ასეთი შინაგანი სიმართლის და ხიბლის არტისტი მე მინახავს იშვიათად, არამარტო საქართველოში. ნამდვილად გამორჩეული იყო“, – აცხადებს მანანა ბერიკაშვილი.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი იდენტური იყო ანო მაისურაძის მხრიდანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები