„Art-გენის” თბილისის ტურზე 21 ივლისს რობი კუხიანიძე & Outsaider-ი და CIRCUS MIRCUS -ი წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
რობი კუხიანიძემ მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა და მაყურებლის დიდი ოვაციები დაიმსახურა.
„Art-გენი” 20 წლისაა – რა სიახლეს ჰპირდება ფესტივალი მაყურებელს
„Art-გენის” თბილისის ტურმა სტარტი 20 ივლისიდან აიღო. ფესტივალი „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნა.
23 ივლისს „კახაბერი და ხანუმები“, ნინო ქათამაძე & INSIGT, პაპუნა შარიქაძე & ხონძი იზრუნებენ მაყურებლის განწყობაზე.
28 ივლისს ფესტივალზე მისულები – „თამადას“, 29 ივლისს კი GAGA FRANI-ს მოუსმენენ.
„Art-გენი“ 30 ივლისს, 2023 ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.