LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: არსენ გვენეტაძის ბრძოლა სიმსივნესთან: „საერთოდ არ მაქვს მსხვილი ნაწლავი, არ მაქვს თირკმელი და კიდევ რაღაც-რაღაცები, მაგრამ ამის მიუხედავად, იაპონიაში ცხრა საათი ფეხით ვიარე და მზის ამოსვლას იქ შევეგებე…“

362
არსენ გვენეტაძე

არსენ გვენეტაძე სიმსივნის დიაგნოზთან და მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ საუბრობს „სიცრუის დეტექტორში“:

„საერთო ჯამში სამი ოპერაცია გავიკეთე. მსხვილი ნაწლავის კიბოს ოპერაციები. საერთოდ არ მაქვს მსხვილი ნაწლავი, არ მაქვს თირკმელი და კიდევ რაღაც-რაღაცები, მაგრამ ამის მიუხედავად, იაპონიაში ცხრა საათი ფეხით ვიარე და მზის ამოსვლას იქ შევეგებე, რადგან 60 წლის თავზე ასე მსურდა…“

ექიმი აღნიშნავს, 13 წლის წინ, როდესაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კიბო გადაიტანა, ამ დაავადებაზე ასე ხმამაღლა არავინ საუბრობდა:

„მანამდე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ამის შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებლად მოვკვდები. კიდევ ერთ რამეს მივხვდი, ცხოვრების ხარისხია მნიშვნელოვანი და არა ხანგრძლივობა. სიკვდილის შიში დავანარცხე და დავამარცხე…“

„ადრე ქუჩაში მეზობელ ბიჭს თუ ჰკითხავდი, დღეს მეტი შესაძლებლობაა სექსუალური განათლების მიღების“ – არსენ გვენეტაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები