Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: „არქი“ – „სანიაღვრეში მოხდა დამცავი ხრეშის გაჭედვა, შესაბამისად, ამ ოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა, ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო, რაც ფორს მაჟორულმა სიტუაციამ გამოიწვია“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არქი“ – „სანიაღვრეში მოხდა დამცავი ხრეშის გაჭედვა, შესაბამისად, ამ ოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა, ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო, რაც ფორს მაჟორულმა სიტუაციამ გამოიწვია“

1621
fot (1)

არქის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და არქელები არქი გლდანი 3-ის პროექტიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ.

ისინი არქის კორპუსში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ სანიაღვრეში მოხდა დამცავი ხრეშის გაჭედვა.

შესაბამისად, დიდი ოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად არ არის დაკავშირებული კონსტრუქციულ საკითხებსა თუ ხარისხთან.

„ქალაქში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი. მათ შორის, არქის რამდენიმე სახლის ავტოსადგომზე ჩავიდა წყალი.

ასევე ერთ-ერთი სახლის სახურავზე, წვიმისა და ქარის შედეგად, სანიაღვრეში მოხდა დამცავი ხრეშის გაჭედვა. შესაბამისად ამ ოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა, რის შედეგადაც მოხდა წყლის ჩამოსვლა სახურავის სადარბაზოს კარიდან. წყალი ჩამოვიდა სადარბაზოში და ლიფტის შახტაში, შესაბამისად მოხდა ლიფტის ავარიული გათიშვა. თითოეულ არქელს ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

თუმცა, აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად არ არის დაკავშირებული კონსტრუქციულ საკითხებსა თუ ხარისხთან. სახურავი კომპანია “სიკას” დამზადებულია, უმაღლესი ხარისხის ავსტრიული მასალებით.

საცხოვრებელი სახლიდან დაგვიკავშირდნენ მაცხოვრებლები და ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ უმოკლეს დროში მოხდა სანიაღვრეს გაწმენდა. ამ ეტაპზე შემთხვევა მოგვარებულია.

აღნიშნული შემთხვევის შედეგად სახურავიდან არც ერთი ბინაში არ ჩამოსულა წყალი და არც ერთი ბინა არ დაზარალებულა, მოხდა რამდენიმე სართულზე კედლების დასველება. სადარბაზოს დასველებული ნაწილების შეღებვა უახლოეს პერიოდში მოხდება.
ძვირფასო არქელებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო, რაც ფორს მაჟორულმა სიტუაციამ გამოიწვია. არქის გუნდი 24 საათის მანძილზე მზად არის დახმარება გაგიწიოთ. მადლობა გაგებისა და მხარდაჭერისთვის,“ – აღნიშნულია „არქის“ განცხადებაში.

 

 

ცნობისთვის, მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც არქის კორპუსშია გადაღებული.

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდიოდა შენობაში წყალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები