არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ბუენოს აირესში საჩემპიონო აღლუმიდან ვერტმფრენით გაფრინდნენ.
ავტობუსმა დაგეგმილზე ნახევარი გაიარა, მაგრამ რესპუბლიკის მოედნამდე ხალხმრავლობის გამო ვერ მიაღწიეს.
უსაფრთხოების გამო მარშრუტი შეცვალეს. ფეხბურთელები ავტობუსიდან ვერტმფრენზე აიყვანეს, რომელმაც შემდეგ ქალაქზე გადაიფრინა.
ბუენოს აირესის ქუჩებში მსოფლიო ჩემპიონობის აღსანიშნავად დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი გამოვიდა.