უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ISLND TV-თან ინტერვიუში რუსეთის ქვეყანაში შეჭრის დაწყებაზე საუბრობს და განმარტავს, რატომ არ უთხრეს წინასწარ მოსახლეობას რუსული აგრესიის შესახებ.
როგორც არესტოვიჩი ამბობს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის დაზვერვისგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღო, ერთი თვით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სიტუაციის გარკვევა გადაწყვიტა.
„ის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებას აპირებდა, უკრაინელებს არ ვუთხარით, რათა არ გამოგვეწვია „დიდი ქაოსი“, – ამბობს არესტოვიჩი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება აგრესორთან დაპირისპირებაში უკრაინის სწრაფ დამარცხებას ნიშნავდა. არესტოვიჩის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა, ცნობილი დეკემბრის დასაწყისში იყო – ერთადერთი კითხვა კი, რომელიც უპასუხოდ დარჩა, იყო ომის დაწყების თარიღი.
სწორედ დეკემბრის დასაწყისიდან, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, უკრაინამ აგრესორის დახვედრისთვის მზადება დაიწყო: მობილიზებული იყო რეზერვი, ჩატარდა წვრთნები და სამუშაოები ხელისუფლებასთან. თუმცა, როგორც იგი ინტერვიუში ჰყვება, მათ გადაწყვიტეს არ ეთქვათ უკრაინელი ხალხისთვის, რომ ომი გარდაუვალია. როგორც არესტოვიჩმა თქვა, ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ეს სიახლე ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივ გადინებას გამოიწვევდა.
„8-დან 12 მილიონამდე ლტოლვილი უბრალოდ გზებს მანქანებით გადაკეტავდა და ხელს შეუშლიდა უკრაინის არმიას თავდაცვის ხაზამდე მისვლას, ეს კი ძალიან მომგებიანი იქნებოდა კრემლისთვის და მისი „ბლიცკრიგის“ გეგმებისთვის. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ეს ძალიან სასურველი სიტუაცია იქნებოდა და ამ შემთხვევაში, ალბათ, ომს მარცხენა სანაპიროზე მაშინვე წავაგებდით. ამ ვითარებას ვერანაირად გავუმკლავდებოდით და ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა: უბრალოდ ტანკებით დაგვემარცხებინა საკუთარი მოქალაქეები, გვესროლა ხიდებს გადასასვლელად.
ახლა კი კითხვა: რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო? ან გავჩუმებულიყავით, ან ქვეყანა პარალიზებული დაგვეტოვებინა და ალბათ, მარცხენა სანაპირო ჩაგვებარებინა. ამიტომ უკრაინის ხელისუფლების წინაშე, არჩევანი მარტივი არ იყო. საჭირო იყო არჩევანის გაკეთება ცუდსა და ძალიან ცუდ სცენარებს შორის, ჰორიზონტზე კარგი ვარიანტები არ იყო. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ განხილული ყველა სცენარის მიხედვით, ჩვენი სახელმწიფო „ვერ გაუმკლავდებოდა ომს“, თუ რუსეთის შეჭრის შესახებ, უკრაინელებს სიმართლეს დაუყოვნებლივ ეტყოდნენ.“ – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.