LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არა გაკაჟება, არა ჭუჭყი, არა ცხოველი! – ბავშვი რომ ხშირად ავადობს ძირითადად მშობელია დამნაშავე” – პედიატრი ყარამან ფაღავა სტერილური გარემოს საფრთხეებსა და ბუნებაში თამაშის აუცილებლობაზე

235
BeFunky-collage - 2023-02-22T211626.980

პედიატრი ყარამან ფაღავა ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საინტერესო რჩევებს გვაძლევს და გვასწავლის როგორ უნდა გავაკაჟოთ პატარები, რათა ისინი ინფექციებს მსუბუქად გაუმკლავდნენ.

„საოცარი რამე ხდება. ბავშვებს ნამეტანი თბილად აცმევენ. ამბობენ, რომ ბავშვს ღამე ცუდად სძინავს და ამ დროს ფანჯარას არ აღებენ. ბავშვის წამალი, ეს არის ცივი ჰაერი. ქალის რძე ბავშვისთვის მხოლოდ საკვები არ არის, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ბავშვს იცავს. ბავშვი სოფელში მეტ მიკრობს იღებს და მეტ ანტიგენებთან აქვს შეხება. ეს იმუნიტეტის ვარჯიშია.

ბავშვისთვის ტალახი ჰარმონიაა. ცხოველი ადამიანს უფრო ხსნის და კომუნიკაციას უადვილებს. წელიწადში ორჯერ მსუბუქი ინფექცია ნორმალურია. გაკაჟებასთან ერთად ბავშვი ბედნიერიც უნდა იყოს, მსუბუქად უნდა ვიცხოვროთ”, – საუბრობს ყარამან ფაღავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები