მამუკა ჩარკვიანმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ნოესთან“ გადაცემაში ისაუბრა.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მას ოპერაცია ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
„ფეხი უნდა მოეკვეთათ, მაგრამ არ ვქენი. ჰოლანდიაში გაკეთდა ოპერაცია.
შემინარჩუნდა ფეხი, ოღონდ ეს მოხდა 8 წლის წინ, ახლა დამეწყო ისევ.
ახლა არ ვიცი მოვიკვეთავ ფეხს თუ არა. სიცოცხლე კარგი რამეა და გინდება კაცს.
80 000-დან 100 000-მდე ჯდება ეს ოპერაცია. თუ არ დაგაფინანსა ვიღაცამ, მოკვეთილი გაქვს ფეხი. არის ლიმფური ანთებები…“ – აღნიშნა მამუკა ჩარკვიანმა.
ვიდეო: „ახლაც ისე მიყვარს, როგორც 35 წლის წინ“ – მამუკა ჩარკვიანი მეუღლეზე