LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ ვიცი, მანდ ცრემლები როგორ შევიკავე“ – ნინი ბრეგვაძის რეაქცია, როდესაც ამერიკულ მეგაშოუში საკუთარი ტრიუმფალური გამოსვლა იხილა

15843
BeFunky-collage

„თუ ვინმეს შეუძლია Radiohead-ის სიმღერა, ეს არის ნინი“ – ასე შეაფასა ამერიკულმა „ვოისმა“ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ქართველი მომღერლის, ნინი ბრეგვაძის გამოსვლა და სწორედ ამ შთამბეჭდავი შესრულებით გადავიდა ნინი ამერიკული „ვოისის“ მეორე ტურში.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ სასიხარულო ინფორმაციის გაზიარებისას ნინიმ აღნიშნა, რომ ნოკაუტის ტურში გამარჯვება განსაკუთრებით ეამაყება, რადგან მისთვის საყვარელი სიმღერა, Radiohead-ის ცნობილი ჰიტი Karma Police შეასრულა.

ნინი ბრეგვაძის ნამღერმა ჟიურიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

ვიდეო: გვენ სტეფანი: „ჩემთვის ამ რაუნდის გამარჯვებული ნინია“ – როგორ მოიგო „ვოისის“ ახალი ტური ნინი ბრეგვაძემ

როგორც ჩანს, ემოციის მოთოკვა არც ქართველი შემსრულებლებისთვის აღმოჩნდა ადვილი.

„არ ვიცი, მანდ როგორ არ ვიტირე“, – წერს ნინი ბრეგვაძე და იმ ემოციებს გვიზიარებს, რომელიც საკუთარი შესრულების მოსმენისას დაეუფლა.

ცნობისთვის, ნინიმ წარმატებით გაიარა წინა ტურებიც. მან ბრმა კასტინგზე ყველა მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო, საბოლოოდ კი, ნაილ ჰორანი აირჩია.

ვიდეო: One Direction-ის სოლისტი, ნაილ ჰორანი ნინი ბრეგვაძისა და მისი კონკურენტის რეპეტიციის კადრებს აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები