4 ივნისს The Idol-ის პრემიერა შედგა. სერიალში მთავარ როლებს ლილი-რუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. კანადელი ჰიპ-ჰოპ არტისტი შოუში კულტის ლიდერის როლს თამაშობს, ლილი-როუზი კი პოპ-ვარსკვლავის როლს ირგებს. სერიალი უკვე გააკრიტიკეს საკმაოდ გულახდილი სცენებისთვის.
ამჯერად სოციალურ ქსელი ახალმა კადრებმა მოიცვა, მსახიობების ინტიმური სცენა ისტორიაში ყველაზე მოუხერხებელ და უგემოვნო ინტიმურ ეპიზოდად ცნეს.
„The Weeknd-ს აშკარად არ უხდება ეს სცენა“, „არ გამოსდის ბიჭს ინტიმი“, ,,ყველაზე საშინელი სექს-სცენაა კინემატოგრაფიის ისტორიაში“, – წერენ კომენტარებში.
საზოგადოების კრიტიკას თავად The Weeknd გამოეხმაურა და გამოცემა GQ-ს განუცხადა, რომ ამ სცენის მიზანიც სწორედ ეს იყო.
„ამ სცენაში სექსუალური არც არაფერია. როცა მას უყურებთ, თქვენ დისკომფორტის გრძნობა უნდა დაგეუფლოთ, მიზანიც ის არის, რომ თქვენ ჩემი გმირი არ უნდა მოგეწონოთ და ის ხელმოცარულ მამაკაცად უნდა აღიქვათ“, – აცხადებს ის.
მზად ხართ ახალი ჰიტებისთვის? – The Weeknd სერიალ The Idol-ის საუნდტრეკებს ყოველკვირეულად გაავრცელებს