LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “არ ასწავლოთ თქვენს შვილებს რომ გაექცნენ წინააღმდეგობებს, არ აღვზარდოთ ისინი ბამბაში, ვაჩვენოთ მათ რომ შეცდომის დაშვება ბუნებრივი პროცესია” – თამარ გაგოშიძის რჩევები

394
BeFunky-collage (88)

ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თამარ გაგოშიძე “რუსთავი 2-ის” შუადღის გადაცემაში ბავშვების აღზრდის შესახებ საუბრობს და მშობლებს რჩევებს აძლევს.

მისი თქმით, მშობლები ხშირ შემთხვევაში ცდილობენ შვილები ყველა წინააღმდეგობას აარიდონ, რაც სწორი არ არის.

“ჩვენი ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და წინააღმდეგობებით. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობიდან როგორ ვახერხებთ, ჩვენი შვილებისთვის ამ მდგრადობის სწავლებას. ჩვენ გვგონია, რომ შვილები აუცილებლად ყველა წინააღმდეგობისგან უნდა დავიცვათ და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ბამბაში გავზარდოთ. ეს არ მგონია სწორი იყოს, რადგან ბავშვები მალევე უნდა მიეჩვიონ სიძნელეების გადალახვას. არ გაექცნენ შეცდომის დაშვებას, მიიღონ და ისწავლონ შეცდომებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მშობლებმა უნდა გააკეთონ, მათ უნდა ჰქონდეთ ტოლერანტული დამოკიდებულება საკუთარი შვილების შეცდომების მიმართ, გაამხნევონ და მხარი დაუჭირონ მათ, რადგან ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ. ჩვენ ხშირად არ ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს და ყოველთვის სხვა არის დამნაშავე”, – საუბრობს თამარ გაგოშიძე.

 

არ ასწავლოთ თქვენს შვილებს რომ გაექცნენ წინააღმდეგობებს

?? “ არ ასწავლოთ თქვენს შვილებს რომ გაექცნენ წინააღმდეგობებს, არ აღვზარდოთ ისინი ბამბაში, ვაჩვენოთ მათ რომ შეცდომის დაშვება ბუნებრივი პროცესია…” – თამარ გაგოშიძის დღის რჩევა შუადღის მაყურებლებს ?

Posted by შუადღე • Shuadge on სამშაბათი, 18 ოქტომბერი, 2022

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები