LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანუკი არეშიძის ერთი დღე შვილებთან ერთად წყნეთის სახლში და წინასაახალწლო მზადება

20072
ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძე თავისი რეალური შოუს მეორე ეპიზოდს გვიზიარებს „იუთუბის“ საშუალებით და გვიყვება წინასაახალწლო მზადების შესახებ, რომელიც მის წყნეთის სახლში მიმდინარეობს. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, შაბათ-კვირა მისთვის წმინდაა და მათ სახლში, შვილებთან ერთად ატარებს. წინასაახალწლოდ ანუკიმ ორი ნაძვის ხე ააწყო, ერთი შედარებით მცირე ზომის, მეორე კი – უფრო დიდი. უმცროსი ვაჟი, ნიკოლა სულ დედიკოსთან ერთად იყო, ვინაიდან გაიგო, რომ ის სახლიდან გასვლას არ აპირებდა და ძალიან გაუხარდა. ანუკიმ თავისი ხელით შეაკეთა საახალწლო დეკორაციები, რომელიც უმცროსმა ვაჟმა გააფუჭა და მისგან პირობა აიღო, რომ აღარ გატეხდა, შემდეგ კი შვილები სამზარეულოში შეიპატიჟა, დღის ბოლოს მათთვის ნამცხვრების გამოცხობის დრო დადგა.

ანუკი არეშიძე:

„კვირა დღე განსაკუთრებულია ჩვენს ოჯახში, რადგან ბავშვები სრული შემადგენლობით არიან სახლში. სადილის მომზადებისას მეხმარებიან, განსაკუთრებით, ბუბუ, სუფრის გაშლასა და საჭმლის გაკეთებაში. ბუბუმ იცის რაღაცების გაკეთება…

ეს არის ჩვენი დღის ბოლო. რვა საათისთვის წავალთ, დავიძინებთ. ნიკოლიკო გვყავს პატარა ეგოისტი, უყვარს, როცა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. ბიბიკო სიკეთის ბუშტია, ნამდვილი ჰალკი. ნახეთ, რა ძლიერია. ბაჩიკოს არ უყვარს არც ფოტოები, არც ტელევიზიები, რაც კამერასთან არის დაკავშირებული. ბუბუ უკვე დიდი ბიჭია, დამოუკიდებელი, 12 წლისაა, მოწესრიგებულია, სკოლაში წასასვლელად დილას თვითონ ემზადება. ახლა კარგად ირბენენ, დაიღლებიან, ავალთ და დავიძინებთ, რადგან დღის ბოლოს ვარ ძალიან დაღლილი, როგორც ყველა დედა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები