მალე, დიდ ეკრანებზე HBO Max-ის მძაფრსიუჟეტიანი ტრილერი, „ისინი, ვინც სიკვდილს მისურვებენ“ გამოვა, რომელშიც მთავარ როლს 45 წლის ანჯელინა ჯოლი შესარულებს. ფილმი რეჟისორმა ტეილორ შერიდანმა 2014 წლეს გამოსული რომანის მიხედვით გადაიღო, რომლის ავტორიც მაიკლ კორიტია.
ანჯელინა ჯოლი ექსტრემალურ პირობებში თვითგადარჩენის ექსპერტის როლში მოგვევლინება, რომელსაც ცეცხლმოკიდებულ ტყეში 12 წლის ბიჭი შეხვდება, მათ წინ უამრავი თავგადასავალი ელოდებათ. ერთ-ერთ კადრში ჯოლი ტყის ხანძარს ებრძვის და კვამლშიც შერბის.
ინტერნეტსივრცეში თიზერი და უახლესი ფოტოები უკვე გავრცელდა. ფილმის პრემიერა 6 მაისს შედგება.
ანჯელინა ჯოლის ახალი იმიჯი – პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტში ფილმის „პიტერ პენი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ფოტოები ვრცელდება
მსურს, ბავშვები მამასთან ახლოს იყვნენ“ – ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად „ვოგის“ ახალ ფოტოებში
https://www.youtube.com/watch?v=O-_iD1ho1bw