13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ფილმის „ხიდი“ პრემიერა გაიმართა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ფილმის პრემიერას საქართველოდან უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის, იყვნენ ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე, ზურაბ ცინცქილაძე, ნანუკა სტამბოლიშვილი.
ფილმის პრემიერის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ნანუკა სტამბოლიშვილის მიერ გაზიარებულ კადრებს უამრავი მოწონება აქვს.
„საოცრად დახვეწილი“,
„ანათებ“. – წერენ სოციალურ ქსელში.