ახლახან კიდევ ერთი ბლოკბასტერი King’s Man გამოვიდა და ქართველი მაყურებლისთვის ის განსაკუთრებით საინტერესო იმით გახდა, რომ საბრძოლო სცენებზე ქართველმა ქორეოგრაფებმა, ლაშა მძინარიშვილმა და ბაჩანა ჭანტურიამ იმუშავეს.
20th Century Studios-ს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება ამონარიდი ფილმიდან, სადაც მისი ერთ-ერთი პერსონაჟი, რასპუტინი სწორედ ქართული ელემენტებით გაჯერებულ ორთაბრძოლაშია ჩართული.