„ცხოვრება არასდროს ყოფილა ასეთი მშვენიერი,“ – ეს სიტყვები ნინი ბრეგვაძემ The Voice – ის Live შოუზე გასვლის წინ თქვა და აღნიშნა, რომ მან ამერიკული ოცნება აისრულა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც „ლაივ შოუს“ წინ მომზადდა, ნინი ამბობს, რომ სიმღერა Lovesong თავის ოჯახს მიუძღვნა.
„მივიღე ამერიკის მოქალაქეობა.. ეს ქვეყანა ახლა ჩემი სახლია.. მე მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ახლა ამერიკა გახდა ჩემი სახლი..
ამერიკული ოცნება რეალურია და მე სწორედ ამაში ვცხოვრობ ახლა..
ეს არის სიმღერა სიყვარულზე და მე მას ვუძღვნი ჩემს ოჯახს, რადგან მიყვარს და მენატრება ისინი..
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ვცხოვრობ, ან რამდენი ხნით.. მე ისინი ყოველთვის მეყვარება,“ – ამბობს ნინი ბრეგვაძე.
ეს სიმღერა არის იდეალური მისთვის ამ „ლაივ შოუზე,“ ჩვენ ნინის ეს მხარე ჯერ არასდროს გვინახავს..
ის ჩვენს გონებას ააფეთქებს, ამერიკა გთხოვთ იმედები არ გამიცრუოთ და მიეცით ხმა ნინის,“ – ამბობს ვიდეოში ნინის მწვრთნელი, ნაილ ჰორანი.
ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა