LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამაღელვებელია, რომ ამდენი წლის შემდეგ ახსოვთ მისი ღვაწლი“ – ბათუმში ბიზნესმენისა და მეცენატის, გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

1552
387606496_987512532553151_7434571530878283368_n

6 ოქტომბერს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის – გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ვიდეო: ბათუმში, საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და მეცენატის გურამ ჩიგოგიძის მემორიალური დაფა გაიხსნა 

ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, გურამ ჩიგოგიძის ოჯახის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გურამ ჩიგოგიძე ბათუმის საპატიო მოქალაქე და რეგიონის გამორჩეული ლიდერი იყო. 1986-1991 წლებში, რეგიონში განხორციელებული მასშტაბური პროექტები და უდიდესი მიღწევები, სწორედ გურამ ჩიგოგიძის მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდს უკავშირდება.

საბჭოთა რეჟიმის დროს, გურამ ჩიგოგიძემ ქვეყნის სულიერ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ამ პერიოდს უკავშირდება ბათუმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნა.

ამ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თაოსნობით პირველი დიდი ნათლობა ჩატარდა და 5000 ადგილობრივი მოსახლე მოინათლა.

გურამ ჩიგოგიძის მხარდაჭერით აჭარის მთიანეთში სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მონასტერი და ხულოში სასულიერო სასწავლებელი აღდგა. ასევე, ამ სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა მოხდა.

ყოველივე ამან გარდამტეხი როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში, მათი ქრისტიანული მსოფლმხედველობის განმტკიცებაში.

გურამ ჩიგოგიძის წვლილი დიდია ქართული მედიის, რადიო ბაზრის განვითარებაში. 1997 წელს მან დააფუძნა რადიოჰოლდინგი, რომლის რადიოსადგურები „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „ავტორადიო“ და „არ დაიდარდო“ ბოლო 25 წლის მანძილზე ბაზარზე ლიდერობენ.

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:  

„ამაღელვებელია, რომ ამდენი წლის შემდეგ მამა დღემდე ახსოვთ და ახსოვთ მისი ღვაწლი აჭარის რეგიონის განვითარებაში.

დარწმუნებული ვარ, რომ მისი შვილები და შვილიშვილები აუცილებლად იამაყებენ ასეთი დიდი ბაბუით“, – განაცხადა თამარ ჩიგოგიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები