„მიმღერეს“ მორიგ ტურში ირმა სოხაძეს გვერდი, მეუღლესთან რეზო ასათიანთან ერთად, მისმა დიდი ხნის კოლეგამ და მეგობარმა, ცნობილმა კომპოზიტორმა, ჯემალ სეფიაშვილმა დაუმშვენა.
ტრიომ ერთად ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „დედა“ შეასრულა.
„გენიალური ტრიო! ირმა, განუმეორებელი ხართ!..“
„საუკეთესოთა შორის საუკეთესო…“, აღნიშნეს კომენტარებში.
როგორც კომპოზიტორმა დასძინა, ამ სიმღერას 51 წელი შეუსრულდა.