LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ კვირაში მესამე შემთხვევა გამოვცადე, როდესაც მგზავრებით გადავსებული და დაძრული ესკალატორი უეცრად ჩერდება“ – ნოდარ რუხაძე

193
BeFunky-collage (1)

სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე მეტროში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„ამ კვირაში მესამე შემთხვევა გამოვცადე, როდესაც მგზავრებით გადავსებული და დაძრული ესკალატორი უეცრად ჩერდება. ვინმე უნდა დაგორდეს და კისერი მოიტეხოს, ეს პრობლემა რომ მოგვარდეს? სერიიდან, ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპაში“

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ესკალატორი მეტრო თავისუფლებაზე და რუსთაველზე გაჩერდა.

„ფორტუნა“ დეტალების გასარკვევად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაუკავშირდა.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები