მომღერალი სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ვიდეოს გვიზიარებს, რომელმაც საქართველო – საბერძნეთის ნაკრების თამაშის დაწყებამდე თქვა, რომ გუშინდელ შეხვედრაში საქართველო გაიმარჯვებდა.
„ალისკამ იწინასწარმეტყველა“, – წერს სოფო ნიჟარაძე.
ცნობისათვის, 26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.