2021 წლის დადგომა ახალმა ზელანდიამ უკვე აღნიშნა. ქალაქ ოკლენდში ახალ წელს გრანდიოზული ფეიერვერკით შეეგებნენ, რომელიც 328 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენზე მოეწყო. ფეიერვერკს თან ახლდა ლაზერული შოუ.
დღესასწაულს პირველები ყოველთვის აღნიშული კუნძულები ეგებებიან. შემდეგი ქვეყნები, რომლებიც 2020 წელს გააცილებენ ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა იქნებიან.