კომპანია Opel–მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გენერალური დირექტორი მაიკლ ლოშელერი კროსოვერ Mokka–სთანაა გადაღებული. ვიდეოში ავტომობილის შეთვალიერება და მისი რამდენიმე დეტალის შეფასებაა შესაძლებელი.
როგორც კადრებში ჩანს, ახალი Opel Mokka ორ ფერშია შესრულებული – ძარის ნაწილი მწვანე საღებავით, სახურავი და კაპოტი კი შავი საღებავითაა შეღებილი. სიახლე გახდება ბრენდის პირველი სერიული მოდელი, რომელიც ახალ საფირმო სტილს მიიღებს. ახალი Mokka უფრო დახვეწილი უკანა ფარებით და მოზრდილი რადიატორის ბადითაც იქნება გამორჩეული.
კროსოვერი ფრანგულ პლატფორმა Common Modular–ზე აიგება. ეს სწორედ ის პლატფორმაა, რომელსაც Opel Corsa და Peugeot იყენებენ. ახალი არქიტექტურის დამსახურებით, მოდელი 120 კგ–ით უფრო ნაკლებს იწონის. კროსოვერი ბენზინისა და დიზელის ძრავებით იქნება უზრუნველყოფილი და მალევე სრულად ელექტრონული ვერსიაც გამოვა. ელექტროძრავის სიმძლავრე 134 ცხენის ძალა იქნება და ერთი დამუხტვით მოდელი 300–მდე კმ–ს გაივლის.
ახალი თაობის Mokka–ს წარმოება 2020 წლის ბოლოდან დაიწყება და ევროპის ტერიტორიაზე მოდელი 2021 წლიდან გამოჩნდება.