დათი ქოქრაშვილმა ფეხბურთის თამაში დაიწყო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათიკოს დედა წერს და ბიჭუნას ვიდეოს გვიზიარებს.
„ახალი მოტივაცია გვაქვს რომ ყავარჯნებზე დავდგეთ. ვნახოთ როგორ გაუმკლავდება. ბუცები და გამაშები კი ჩაიცვა სასწრაფოდ“ – წერს დათის დედა.
შეგახსენებთ, დათი ქოქრაშვილი შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს მძიმედ დაშავდა.
დათის საზღვარგარეთ უმკურნალეს. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.