LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ადელმა კონცერტზე ბავშვის სქესის გამოცხადებისას ემოციები ვერ შეიკავა და აქვითინდა

880
page

ადელი თავის გულშემატკივრებთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ორი თვის წინ კონცერტზე მან სიმღერა შეწყვიტა, სცენასთან მდგარ ახლად დაქორწინებულ წყვილს მიუახლოვდა და გოგონას საპატარძლო კაბაზე ავტოგრაფი წააწერა.

ულამაზესი კაბა და გაბედნიერებული წყვილი – ადელმა პერფორმანსი შეწყვიტა და გულშემატკივრის საქორწილო კაბაზე ავტოგრაფი წააწერა

გასულ უქმეებზე, ლას-ვეგასში, Caesars Palace-ში ჩატარებული კონცერტის დროს ის წყვილს მომავალი ბავშვის სქესის გაგებაში დაეხმარა. მას შემდეგაც რაც არტისტმა მათ აუწყა, რომ ვაჟი ეყოლებოდათ და ორივეს ჩაეხუტა, ემოციები ვერ შეიკავა და აქვითინდა.

მომღერლის გულშემატკივრებისთვის მისახვედრი იყო ადელის ემოციები, ბევრი ფიქრობს, რომ არტისტს მეორე შვილის გაჩენა სურს.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ადელი სპორტულ აგენტზე, რიჩ პოლზე დაინიშნა. მედიის ცნობით წყვილი დაქორწინებას მალე გეგმავს.

„გაბედე, რომ რაღაც მესროლო, მოგკლავ“ – ადელმა კონცერტზე ფანებს მიმართა

ბედნიერი ადელის სასიყვარულო ციებ-ცხელება სარდინიის კუნძულზე – რა ღირს არტისტის „ლუქი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები