მომღერალი ნუგზარ კვაშალი თავის და მეუღლის სიყვარულის ისტორიას გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იხსენებს:
51 წელია მე ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, 21 წლის ვიყავი რომ მოვიყვანე ქალბატონი თინა ჩიქოვანი..
კაცს თუ ნამდვილად შეგიყვარდა უნდა გადაირიო, როცა თინიკომ იმშობიარა 26 დეკემებრს, მეორე სართულზე იწვა, ავძვერი.. როგორ ავძვერი არ ვიცი, პატარა ნაძვის ხე ავუტანე და ფანჯარაზე დავუდგი, იქიდან გადმოვხტი, როგორ დავეცი არ ვიცი, იმის შემდეგ სულ წელი მტკივა.
ადამიანს როცა შეუძლია თავისი შეყვარებულისთვის რაღაც სისულელე გააკეთოს, ეს არის სიყვარული..
თინამ მამამისს მოპარა მანქანა და წავედით ბორჯომში ერთი თვე არ მელაპარაკებოდა ჩემი სიდედრი.
გიყვარდეთ მეუღლეები და მოეფერეთ დღეს,“ – ამბობს მსახიობი.