LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,აბა რა გეგონა, რომ ვარჯიშობდი?!”…ორსულად ვიყავი, მუცელი მომეშალა და ამაზე ღიად მტკენდნენ გულს…” – ნუკი კოშკელიშვილი

173
befunky-collage-2024-03-06t234029.863-2024-03-06_23-40-47_389239

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა ,,პრაიმშოუს” სტუმარია, რომლის ეთერშიც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება.

ნუკის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც უადგილოდ დასმული კითხვებით და სხვადასხვა ფრაზებით მას გულს სტკენენ.

,,ყველაზე მეტად მხვდება გულზე, როდესაც ჩემს შვილს ეხებიან. არავინ იცის, რომ ჩემი შვილი ძალიან დიდხანს არ საუბრობდა. მეკითხებიან: ქართულად ლაპარაკობს? თითქოს ეს ჩემი არჩევანია, რომ ჩემმა შვილმა ქართულად არ უნდა ილაპარაკოს. დედობაზე გესაუბრებიან.

მე ცოტახნის წინ ვიყავი ორსულად და მომეშალა მუცელი. გამოჩნდა ათასი ქალბატონი, რომელმაც მომწერა: იმიტომ რომ დარბიხარ, აბა რა გეგონა, რომ ვარჯიშობდი. არ არსებობს დედა, რომელსაც არ აქვს დედობის კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა შვილის მიმართ, თითქოს მაინც რაღაცას აკლებს მას”, – საუბრობს ნუკი კოშკელიშვილი.

ვიდეო: „ბენმა ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლა“ – როგორ შეაყვარა ამერიკელ მეუღლესა და მის მეგობრებს ქართული კერძები ნუკი კოშკელიშვილმა

ვიდეო: „ნუკის ჩემი მოკვლაც კი სურდა“ – რა გადახდა წყვილს ხელის თხოვნის შემდეგ და გეგმავენ თუ არა ნუკი და ბენი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშვნას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები