ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე საქართველო-საბერძნეთის მატჩი მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ანგარიშია 0:0.
მომღერლები ბაბი კირკიტაძე და ანრი ჯოხაძე საქართველოს ნაკრებს ერთად გულშემატკივრობენ.
ბაბი ვიდეოს სოციალურ ქსელში გვიზიარებს, სადაც ჩანს როგორ აქვთ სპეციალური სივრცე მოწყობილი მატჩის საყურებლად.