საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან 91 წლის პაციენტი გაეწერა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პაციენტი წერს.
თიკო ჭიღლაძე: ”დიახ, ეს ბატონი ვაჟიკო ჯალაღონიაა. 91 წლის, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს ზუგდიდიდან დადასტურებული კორონა ვირუსით. მკურნალობის კურსს ინფექციურ განყოფილებაში გადიოდა. მან დღეს სრულიად გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა, თავის შვილიშვილთან ერთად. უსაყვარლესი ბაბუ უსაზღვროდ მადლიერია საჩხერის სამედიცინო ცენტრის და ინფექციურ განყოფილებაში მომუშავე, მედპერსონალის, ექთნების, ექიმების და სანიტრების. მართლაც, რომ ბადალი არ ჰყავს საჩხერის სამედიცინო ცენტრის კორონა ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ გუნდს. მეც ერთ-ერთი აქ მყოფი პაციენტი ვარ და ვხედავ მათ უდიდეს შრომას, რომელიც ფასდაუდებელია. უდიდესი სიყვარული და პატივისცემა თქვენ ჩვენგან”.