Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: „90-იან წლებში ქალებმა გადაარჩინეს საქართველო.. ჩემი ოჯახიც დედამ გადაარჩინა..“ – გიორგი ცინცაძის მადლობა დედას – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „90-იან წლებში ქალებმა გადაარჩინეს საქართველო.. ჩემი ოჯახიც დედამ გადაარჩინა..“ – გიორგი ცინცაძის მადლობა დედას

422
Untitled design (1)

ფეხბურთელი გიორგი ცინცაძე „ნოე სულაბერიძის“ გადაცემას სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემაზე საუბრის პარალელურად, წამყვანის კითხვას, „ვის ეკუთვნის ყველაზე დიდი მადლობა“ უპასუხა.

როგორც გიორგი ცინცაძე აცხადებს, ყველაზე დიდი მადლობა დედას ეკუთვნის, რომელმაც მისთვის და მისი დისთვის შესაძლებელიც და შეუძლებელიც გააკეთა, რათა შვილები აღეზარდა.

„დედას. 90-იან წლებში ქალებმა გადაარჩინეს საქართველო.. ჩემი ოჯახიც დედამ გადაარჩინა. პატარა ასაკში გაშორდნენ დედა და მამა. საკმაოდ შეძლებული ოჯახის წევრები ვიყავით.. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ისეთი.. შემდეგ მხედრიონმა მამაჩემს ყველაფერი წაართვა.

მერე იყო 10 წლიანი პერიოდი, როდესაც დედა ჩემთვის და ცემი დისთვის აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო.

მადლობა დედა. ეს საკმარისი არაა, მთელი ცხოვრება უნდა დაუფასო. რაც შეეხება მამას, კი მოდიოდა ხოლმე სანახავად მაგრამ აღზრდაში არ იღებდა ხოლმე მონაწილეობას“, – აცხადებს გიორგი ცინცაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები