ნორვეგიელმა ჰენრი ჰარფელდმა 78 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა და თავის თავს 2018 წლის როდსტერი McLaren 720S Spider აჩუქა. მიუხედავად საპატიო ასაკის და სუპერქარის სიმძლავრისა, მამაკაცი ავტომობილს მუდმივად იყენებს.
როგორც ჰენრი აცხადებს, თავისი სუპერქარი ძალიან უყვარს და არც მოუხერხებელი აეროდინამიკა აწუხებს. McLaren 720S Spider მან 500 ათას დოლარად შეიძინა და ყველაზე მეტად სუპერქარის სიჩქარე მოსწონს.
გარდა ბრიტანული სუპერქარისა, 78 წლის პენსიონერის კოლექციაში 40 წლის როდსტერი Shelby Cobra და 38 წლის Ford GT40–იც არის და ამ მოდელებს ის მხოლოდ გამოსასვლელ დღეებში იყენებს. საქმე ისაა, რომ მოძველებული სპორტქარების მართვა ბევრად უფრო რთულია, რამეთუ ისინი სარბოლო ტრასისთვის არიან შექმნილები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰენრიმ თანამედროვე McLaren–ის შეძენაც და ეს გადაწყვეტილება არც ერთი წამით არ უნანია.
როდსტერი McLaren 720S Spiderის დებიუტი 2018 წლის ბოლოს შედგა. სუპერქარი ბიტურბო ოთხ–ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 720 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილი პირველ „ასეულს“ 2,9 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 341 კმ/სთ–ს შეადგენს.