LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 75 წლის პენსიონერმა Nissan GT-R-ით 350 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

26
nissan-gtr

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც 75 წლის ამერიკელი პენსიონერი, სახელად ბარია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ბარი თავისი Honda Civic-ით ძალიან მშვიდად გადაადგილდება. იმის ნახვისას, თუ როგორ უჭირს მოხუცს სალონიდან გადმოსვლა თავისი ჯოხით, რთული წარმოსადგენია რომ ის სიჩქარის დიდი მოყვარულია. აღმოჩნდა, რომ ყოველდღიური ჰეტჩბეკის გარდა ბარის ფარეხში მოდერნიზებული Nissan GT-R-იც ინახება, რომლის საჭესთანაც პენსიონერი ნამდვილ სიგიჟეებს სჩადის.

ბარის სიჩქარე პირველად 50 წლის წინ მაშინ შეუყვარდა, როცა Porsche 911 დაინახა. წლების შემდეგ ეს მისწრაფება არ გამქრალა. უფრო მეტიც, პენსიონერმა დატუნინგებული Nissan GT-R შეიძინა. არაერთი ტექნიკური განახლების შემდეგ სუპერქარის ძრავა 1200 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილის შესაძლებლობები ბარიმ პირადად გამოცადა და საათში 351 კმ სიჩქარის განვითარება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები