მომღერალმა გიორგი ცხადაძემ და მისმა მეუღლემ, სალომე ლემონჯავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი გადაცემის რუბრიკაში – „ჩვენი ქორწილი“, მათი ქორწილის დღე გაიხსენეს.
გიორგი ცხადაძემ ასევე გაიხსენა სიმღერა, რომელიც მან მეუღლეს ქორწილში მიუძღვნა, როგორც სალომე აღნიშნავს, ამ დღეს, სწორედ ეს მიძღვნა იყო მისთვის მთავარი სიურპრიზი:
„ჩვენ სულ ერთად ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ვერც ვითვლი. მე-7, მე-8 კლასიდან. ოფიციალურ ქორწინებაში რაც ვართ 5, 6, ან 7 წელია.
გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა დღე, რომელიც არასდროს არ გავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არ გახსოვს, მთელი ქორწილის განმავლობაში რა ხდებოდა, ძალიან დიდი ემოციის ტალღა რომ იყო, ეს გახსოვს და არასდროს დაგავიწყდება.
საკმაოდ დიდი ქორწილი გვქონდა, თავიდან 70-კაციანი ქორწილი გვინდოდა, 70 გახდა 130, შემდეგ 150 და ბოლოს 250-ზე ავიდა.
მთავარი სიურპრიზი გიორგის სიმღერა იყო, რომლის ფონზეც მისმა მეგობრებმა ცეკვა შეასრულეს“, – ჰყვება წყვილი რუბრიკაში.
გიორგი ცხადაძის და სალომე ლემონჯავას 5, 6 ან 7 წლიანი ქორწინების ისტორია
???♀️??♂️ გიორგი ცხადაძის და სალომე ლემონჯავას 5, 6 ან 7 წლიანი ქორწინების ისტორია
მარიამ ტაბატაძის რუბრიკა “ჩვენი ქორწილი”
Posted by შუადღე • Shuadge on კვირა, 22 ოქტომბერი, 2023
„უსაყვარლესი ოჯახი“ – გიორგი ცხადაძის და სალომე ლემონჯავას გოგონა ბაღში წავიდა
ვიდეო: გიორგი ცხადაძემ და მისმა მეუღლემ ბათუმთან ახლოს რომანტიკულ ადგილს მიაგნეს