ცოტა ხნის წინ მიშელ პფაიფერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასტუმროს ნომერში ხელი მოიტეხა. ამჯერად კი 61 წლის კინოვარსკვლავმა ,,ინსტაგრამზე” სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ხელმოტეხილი, სარბენ ბილიკზე ცეკვავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის მიუხედავად, პფაიფერი შესანიშნავ ფორმაშია. როგორც ჩანს, მას ტრავმაც არ უშლის ხელს, რათა ფიზიკურად დაიტვირთოს და იდეალური ფორმები შეინარჩუნოს.