60 წლის დემი მურმა 4,6 მილიონ „ინსტაგრამ“გამომწერს მორიგი შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაუზიარა. მსახიობი აუზთან წევს და ირუჯება, მეორე ფოტოში ის ძაღლთან ერთად პოზირებს, ვიდეოში კი გასაბერ ლეიბზე ენერგიულად დახტის.
ფოტოებმა უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.
„ნუთუ 60 წლისაა?“, „ნუთუ ეს ბებიაა?“, „ყველაზე ცხელი ბებია პლანეტაზე“, – წერენ კომენტარებში.
„ბებია ბებიას აღარ ჰგავს“ – 60 წლის დემი მურმა პირველი შვილიშვილი გამოაჩინა
შეგახსენებთ, გასულ თვეს, ბრიუს უილისისა და დემი მურის ქალიშვილი,რუმერი დედა პირველად გახდა. გოგონას ლუეტა დაარქვეს.