მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად იმყოფებოდა.
რუსუდან ფეტვიაშვილმა მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.
„სიმართლე რომ ითქვას, იდეალურ და ჰარმონიულ ურთიერთობას ვერ დავარქმევდი. ჩემი სიყვარული კი იყო უსაზღვრო და უსაზღვროდ რჩება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვკამათობდით და ვჩხუბობდით კიდეც. გვქონდა რთული პერიოდები. ხან მე დავუთმე, ხან მან..
4 წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა… თვლიდა, რომ შემეძლო, გადამერჩინა. ექიმები მეუბნებოდნენ, ვერ გადავარჩენთო, მაგრამ მე ვეუბნებოდი, ამას ნუ ამბობთ, მჯერა, რომ გადავარჩენ -მეთქი.“ – როგორი იყო რუსუდანის და მისი მეუღლის, თემურის ურთიერთობა.