მომღერალი მერაბ სეფაშვილი გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლის, ნინო ჯურხაძის გაცნობის ისტორიას იხსენებს.
„ნინო 1983 წელს შემთხვევით გავიცანი, ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მისი კლასელი იყო. 22 წლის ვიყავი, დავინახე და ძალიან მომეწონა. რომი შნაიდერს მივამსგავსე.
7 აპრილს აქვს დაბადების დღე. მაშინ იყო პერიოდი, როდესაც უკვე პოპულარული ვიყავი და გოგოებმა უთხრეს მოიყვანეო. მარტო მივედი. შემდეგ დავმეგობრდით და დაახლოებით წელიწადი ასე ვიყავით.
ყოველთვის გრძნობ, როგორ არის ადამიანი შენს მიმართ განწყობილი და ნინოს მხრიდან, მე ეს მოწონება მალევე ვიგრძენი”, – საუბრობს მერაბ სეფაშვილი.
მერაბ სეფაშვილი ოჯახურ ინტერიერში – „ბაბუობა ძალიან მაგარი გრძნობაა…“
მერაბ სეფაშვილი: „ყველაფერი რომ მოვიკლო, ნინოს მკურნალობის თანხა აუცილებლად უნდა მქონდეს…“