გლდანის მაჟორიტარმა, კონსტანტინე ზარნაძემ 22 წლის ასაკში მძიმე სენი, ლეიკემია დაამარცხა.
როგორც ის “ღამის პრაიმ ტაიმის” ეთერში საუბრობს, სურს, რომ მაგალითი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პრობლემას ახლა ებრძვიან.
კონსტანტინეს თქმით, ეს დაავადება განაჩენი არ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
“ერთადერთი მიზეზი, რატომაც დღეს მე ამ თემაზე ვსაუბრობ არის ის, რომ მომისმინონ იმ ადამიანებმა, რომელთაც იგივე პრობლემა აწუხებთ. როდესაც ამ განსაცდელს ვებრძოდი, ინტერნეტში ვეძებდი იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პრობლემას თავი დააღწიეს. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს დაავადება არ არის განაჩენი და მისი დამარცხება შესაძლებელია. მადლობელი ვარ სანდრას და მისი ოჯახის. მათგან ერთი წამითაც არ მიგრძნია პესიმიზმი. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ჩემი მეუღლის სიძლიერე ძალიან დიდ ენერგიას მაძლევდა. მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სენს ებრძვიან, აგერ ვარ ცოცხალი მაგალითი და სრულფასოვნად ვცხოვრობ”, – საუბრობს კონსტანტინე ზარნაძე.
ამავე თემაზე: